ქცევის 5 წესი იღბლიანი მოგზაურობისთვის

გაითვალისწინეთ სხვადასხვა გადამზიდავი წესები:

გაფრენამდე გაეცანით გადამზიდავ წესებს: შესაძლებელია უამრავი ნიუანსების პოვნა. მაგალითად, ჩინეთში რეგისტრირებულ ბარგში აკრძალულია შემდეგი ნივთების გადაზიდვა:

  • ლითიუმის ელემენტები (და მოწყობილობა, რომელშიც ის არის ჩადებული)
  • ფრჩხილების ლაქი
  • სანთებელა
  • ასანთი
  • აეროზოლი

 

ჰონგ-კონგის Cathay Pacific კომპანიის წესების მიხედვით რეკომენდირებულია ლითიუმის ელემენტების გადატანა არა ბარგში, არამედ ხელის ბარგში. ამდაგვარი შეზღუდვა მოქმედებს ზოგიერთ ამერიკულ გადამზიდვებშიც. Fly Dubai - ს კომპანია აკრძალავს ჰოვერბორდების, მინი სიგვეებისა და მონო ბორბლების გადაზიდვას იმ მიზეზით, რომ მასში არის ლითიუმის ელემენტები.

Fly Dubai -ს და ზოგიერთ სხვა ავიაკომპანიებში აკრძალულია ისეთი მოწყობილობების გადაზიდვა ბარგში, რომლებიც შეიცავენ პირად ინფორმაციას, მაგალითად, ნოუტბუკი. პლანშეტი და კომპიუტერი. ეს პუნქტი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას: აეროპორტის პერსონალს შეუძლია (უფლება აქვს)  გახსნას ბარგი და ჩამოართვას აკრძალული ნივთები. რა თქმა უნდა, თქვენს ბარგში მზრუნველობის სახით  ჩადებენ ფურცელს, რომელიც ინფორმირებული იქნება შემოჭრის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ეს ფაქტი არ დაგაწყნარებთ, რადგან ნივთი უკვე ჩამორთმეული იქნება და ხასიათი კი გაფუჭებული.

 

  1. ყურადღებით აირჩიეთ ადგილი თვითფრინავში:

ხშირ შემთხვევაში სტიუარდები უფრო კარგად ემსახურებიან მგზავრებს, რომლებიც ზიან თვითფრინავის უკანა სალონში.

ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს ფრენა ამ ნაწილში: მანდ უფრო მძლავრად იგრძნობა ტურბულენტობა და ასევე იმართება დიდი რიგი საპირფარეშოსთან. მაგრამ ამას აქვს თავისი უპირატესობა.

როდესაც ბორტგამცილებლებს რაიმე მიაქვთ მთელი სალონის გავლით, მაგალითად, პლედები ან კბილის ჯაგრისები, ყველა მგზავრს აქვს სურვილის მიიღოს ეს ნივთები, მაგრამ, როგორც წესი, ყველას არ ჰყოფნის. უკანა სალონში მსხედ მგზავრებს უფრო მეტი შანსი აქვთ მიიღონ მსგავსი ატრიბუტები.

  1. დავიგვიანე / მოვასწარი

რეგისტრაცია სრულდება 40-60 წუთით ადრე გაფრენამდე, ჩასხდომა 15-25 წუთით ადრე. ონლაინ რეგისტრაცია კი ჩვეულებრივ რეგისტრაციაზე  30-40 წუთით ადრე სრულდება. თუ შიდა რეისით მიფრინავთ - აეროპორტში 2 საათით ადრე უნდა მობრძანდეთ, საერთაშორისო - მინიმუმ 3 საათით. სასურველია თვალ-ყური ადევნოთ სიახლეებს, რადგან აეროპორტის მუშაობაში ხდება сбой.

  1. არ შეფუთოთ ბარგი  სანამ კონტროლს გაივლით

ზოგ მოგზაურს ბარგის შეფუთვა ძველ გადმონაშთად მიაჩნია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ამას შეუძლია დაიცვას ბარგი ბევრი უბედურებისგან .

შეფუთეთ ბარგი არა სახლში, არამედ აეროპორტში. თუ უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი სკანერში საეჭვი ნივთს დაინახავს და მოგთხოვთ ბარგის გახსნას , იძულებული იქნებით მოხსნათ ცელოფანი და თავიდან შეფუთოთ.

მოიმარაგეთ დამატებითი 10 წუთი, ცელოფანი, სკოტჩი და მაკრატელი, თუ სურვილი გაქვთ დაზოგოთ რამდნეიმე დოლარი.

 

  1. იცოდეთ თქვენი უფლებები რეისის დაგვიანების შემთხვევაში.

რეისის დაგვიანება არის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო შემთხვევა მოგზაურობის დროს. მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება სასიამოვნო ბონუსებზე.

თუ ფრენა იგვიანებს:

  • 2 საათით - ვალდებულები არიან მოგართვათ სასმელები
  • 4 საათით და მეტი - ცხელი კვება
  • 8 საათზე მეტი - გადამზიდველი ვალდებულია განათავსოს მგზავრები სასტუმროში და უზრუნველჰყოს ტრანსფერით.

 

სად წავიდეთ ზამთრის არდადეგებზე?
4 ზღაპრული ქალაქი, რომელიც შობას აუცილებლად უნდა ნახოთ.
262
ვრცლად
ქცევის 5 წესი იღბლიანი მოგზაურობისთვის
წესები აეროპორტში და თვითმფრინავში, რომლებზე მხოლოდ გამოცდილმა მოგზაურებმა იციან.
635
ვრცლად